Tag Archives: მიმდინარეობით

შამბერგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შამბერგის დაავადება – (J. F. Schamberg, ამერ. დერმატოლოგი; სინ.: კანის პროგრესირებადი ჰემოსიდეროზი, პროგრესირებადი პიგმენტური დერმატიტი) შედარებით იშვიათი დერმატოზი, რომელიც მიეკუთვნება კანის ჰემოსიდეროზებს. დაავადება ხასიათდება წვივების კანზე, იშვიათად სხვა ნაწილებზე, მჭიდროდ განლაგებული მოწითალო წერტილოვანი ჰემორაგიული ლაქების გაჩენით, რომლებსაც ზოგჯერ აქვთ ტელეანგიექტაზიების ფორმა. თანდათანობით ჩნდებიან ახალ – ახალი კერები,

Read More

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები

Read More

ქორიოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოიდიტი – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომელიც შერწყმულია ბადურის ანთებასთან (ქორიორეტინიტი). ეტიოლოგია: ქრონიკული და  მწვავე ინფექციური დაავადებები, თვალის ტრავმები, გართულებული ახლომხედველობა. პათოგენეზი: გამომწვევის ეგზოგენური (ტრავმის დროს) ან ენდოგენური შეღწევა ბადურის სისხლძარღვებში და შემდეგ კი სისხლძარღვოვან გარსში; გარკვეულ როლს ასრულებენ  მიკრობთა ტოქსინები, ალერგია, იმუნოაგრესია. სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ციმციმი

Read More

ფსევდოპელადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოპელადა – (ბერძ. Pseudes ცრუ + ფრანგ. Pelade გამელოტება; სინ.: ატროფიული ალოპეცია) კანის იშვიათი დაავადება, რომელიც წარმოადგენს ატროფიული გამელოტების ერთ  –  ერთ ფორმას; ხშირია ქალებში 50 – 55 წლის ასაკში. დაახლოებით 70% – ში შერწყმულია წითელ მგლურასთან, წითელ ბრტყელ ლიქენთან, სკლეროდერმიასთან, ლიტლ – ლასიუერის სინდრომთან. პროცესი ხასიათდება

Read More

ფასციოლოფსიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფასციოლოფსიდოზი – (fasciolopsidosis)ადამიანისა და ცხოველების ჰელმინთოზი, რომელიც ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით, უპირატესად კუჭისა და ნაწლავის დაზიანებით, გვიან სტადიაში – ღვიძლის დისტროფიითა და კახექსიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა