Tag Archives: მიტოზი

მადიფერენცირებელი მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მადიფერენცირებელი მიტოზი – (mitosis differentiativa ბერძნ. mitos – ძაფი, ლათ.differentiatio – განსხვავება) ასიმეტრიული მიტოზი, რომლის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა პოტენციის ორი შვილეული უჯრედი. ჩვეულებრივ, ერთი მათგანი ინარჩუნებს გამრავ­ლების უნარს, მეორე კი დიფერენცირებას იწყებს და აღარ იყოფა. მადი­ფერენცირებელი მიტოზები განაპირობებს უჯრედების სხვადასხვა დიფერენცირებას ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარების პროცესებში. ტერმინი

Read More

კოლხიცინური მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლხიცინური მიტოზი – (mitosis colchicina C – მიტოზი; ანუ K – მიტოზი ბერძნ.mitos  –  ძაფი) უჯრედის გაყოფა, რომელიც შეჩერე­ბულია მეტაფაზის სტადიაზე კოლხიცინისა და სხვა ალკალოიდების ზემოქმედებით. ეს ნივთიერებები შლის აქრომატული თითისტარას ძაფებს და ამით გამორიცხავს ქრომოსომების გადაადგილებას პოლუ­სებისაკენ. K – მიტოზი იწვევს უჯრედების პოლიპლოიდიზაციას ენდო­რეპროდუქციის მსგავსად. (ც.

Read More