Tag Archives: მოზარდებში

ცხვირის წითელი მარცვლოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის წითელი მარცვლოვნება – (granulosis rubra nasi) იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ცხვირის კანზე წითელი ფერის კვანძების არსებობით. დაავადება გვხვდება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში; მოზრდილებში აღწერილია ერთეული შემთხვევები. ცხვირის გაწითლებულ კანზე, განსაკუთრებით მის წვერზე და ფრთებზე, ზოგჯერ კი ლოყებზე და ზედა ტუჩზე გაფანტულია მეტ – ნაკლები რაოდენობით

Read More

ფრიდრიხის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრიდრიხის სინდრომი  – (H. Friedrich, გერმ. ქირურგი)ლავიწის ძვლის  მკერდისმიერი ბოლოს ასეპტიკური სუბქონდრული ნეკროზი. ხშირია მოზარდებში; დაავადების ეტიოლოგიასა და პათოგენეზში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ქრონიკულ მიკროტრავმას; კლინიკურად აღინიშნება ზომიერი მტკივნეული შეშუპება მკერდ – ლავიწის შეერთების ადგილზე, უპირატესად ფიზიკური დატვირთის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ფიბრომატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრომატოზები – დისპლაზიური პროცესები შემაერთებელ ქსოვილში, რომლებიც მოკლებულნი არიან ანთებითი რეაქციების ნიშნებსა და თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია რაიმე გარკვეული სიმსივნისათვის. თანდაყოლილი ფიბრომატოზები აღინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, სკოლამდელებში და მოზარდებში. თანდაყოლილი გენერალიზებული ფიბრომატოზი ხასიათდება მრავლობითი კერებით კანქვეშა უჯრედისში, კუთებში, შინაგან ორგანოებსა და ძვლებში. ისინი დიდდებიან, წარმოიქმნება ახალი კვანძები. კანი

Read More

ფარის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის სისხლძარღვებისა და ნივთიერების სიმეტრიული კალციფიკაციით, უწინარეს ყოვლისა ბაზალური განგლიებისა და ნათხემის მიდამოში. გამოყოფენ დაავადების ინფანტილურ – იუვენილურ ფორმას, რომელიც ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში ოლიგოფრენიით, ეპილეფსიური გულყრებით, ქორეოათეტოზით, და სენილურ ფორმას, რომელიც ვითარდება საშუალო და მოხუცებულობით ასაკში და ხასიათდება

Read More

ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ტიპიური ლოკალიზაციაა ქვედა კიდურების გრძელი ძვლები მუხლის სახსრის მიდამოში. ვლინდება ტკივილებით, რომელიც არ უკავშირდება კიდურის მოძრაობას და სწრაფად მზარდი წარმონაქმნით. სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირდება, ძირითადად – ფილტვებში. დიაგნოზი ემყარება რენტგენოლოგიურ მონაცემებსა და ბიოფსიის შედეგებს.

Read More