Tag Archives: მოლეკულური

მემკვიდრეობითი დაავადებები

მემკვიდრეობითი დაავადებები – 1. ქრომოსომული ან გენური მუტაციებით განპირობებული დაავადებები. რის შესაბამისადაც გამოყოფენ ქრომოსომულ და საკუთრივ მემკვიდრულ (გენურ) დაავადებებს. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ჰემოფილია, დალტონიზმი, განვითარების მრავალი მანკები და სხვ. 2. დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ქრომოსომული ან გენური მუტაციებით. განასხვავებენ მონოგენურ, მულტიფაქტორიალურ, ქრომოსომულ მემკვიდრულ დაავადებებს, განვითარების თანდაყოლილი მანკები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების ონტოგენეზური განვითარების კანონზომიერებებს. იგი ჩამოყალიბდა უკანასკნელ ათწლეულში ექსპე­რიმენტული ემბრიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ციტოლოგიის მიღწევათა საფუძველზე. ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგიის ამოცანაა განვითარებად ინდივიდში მიმდინარე მაკრო და მიკრომორფოლოგიური, ფიზიოლოგიურ – ბიოქიმიური, მოლეკულუ­რი­ და გენეტიკური პროცესების გამოკვლევა, ცხოველთა, მცენარეული ორგანიზმებისა და, აგრეთვე, ერთუჯრედიან

Read More