უჯრედი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – (ლათ. cellula; ბერძნ. cytos) ცოცხალი ნივთიერების ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან და ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების განვითარებისა და აგებულების საფუძველია. უჯრედი ურთულესი, მთლიანი, თვითმარეგულირებელი და თვითწარმოქმნადი მიკროსკოპული ცოცხალი სისტემაა. ფიზიკურ – ქიმიური თვისებების მხრივ უჯრედი ჰეტეროგენური სისტემაა, რომელიც შედგება მემბრანული