Tag Archives: ნეთის

შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი – (textus connectivus collagenosus compactus)  შემაერთებელი ქსოვილის სახე, რომელსაც ახასიათებს მჭიდროდ განლაგებული ბოჭკოები მცირერიცხოვანი უჯრედული ელემენტებითა და ძირითადი ნივთიერებებით. ბოჭკოები მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად (ე.წ.ფორმიან შემაერთებელ ქსოვილში) ან უწესრიგოდ (უფორმო შემაერთებელ ქსოვილში). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

უჯრედი – ჩხირები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – ჩხირები – (bacillocyti) თვალის ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე მხედველობითი უჯრედები (უჯრედი ნეიროსენსორული ჩხირისებრი – epitheliocytus neurosensorum bacillifer), რომელთა პერიფერიულ მორჩს (processus bacillifer) აქვს გრძელი ჩხირის ფორმა. მასში არჩევენ გარეთა და შიგნითა სეგმენტებს, ანუ ნაწევრებს. გა­რეთა ნახევარში განივად განლაგდება ერთმანეთის პარალელურად მდებარე მრავალრიცხოვანი მემბრანები. გარეთა სეგმენტის ერთ

Read More

სოციალური კონტაქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოციალური კონტაქტი – მოკლევადიანი, იოლადგასაწყვეტი სოციალური კონტაქტის ტიპი, რომელიც გამოწვეულია სოციალურ და ფიზიკურ სივრცეში ადამიანთა ურთიერთშეხებით. კონტაქტის პროცესში ხორციელდება ინდივიდების მიერ ერთმანეთის შეფასება და გადასვლა უფრო რთულ და მდგრად სოციალურ  ურთიერთკავშირებზე. (სოც. და მარკ.კვლ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სომატური ციტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური ციტოგენეზი – (cytogenesis somatica ბერძნ.cytos  –  უჯრედი და გენესის  –  განვითარება)  –  სომატური  უჯრედების განვითარების პროცესი. ის მიმდინარეობს ონტოგენეზის ჩანასახოვანამდე, ჩანასახოვან და ქსოვილოვან ეტაპებზე. ჩანასახოვანამდე და ჩანასახოვან პერიოდებში სომატური  უჯრედები ძირითადად ასრულებენ გამრავლებასა და ზრდასთან დაკავშირებულ ვეგეტატიურ ფუნქციებს. მოგვიანებით ჩანასახოვანიდან ქსოვილოვან ეტაპზე გადასვლისას  უჯრედები, ვეგეტატიურ ფუნქციებთან

Read More

სიმბიონტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმბიონტები – (ბერძ. Syn ერთად +bion, biontos მცხოვრები)სხვადასხვა სახის ორგანიზმები, რომლებიც იმყოფებიან მჭიდრო თანაცხოვრების პირობებში, არ შუძლიათ ერთმანეთის გარეშე არსებობა და მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი როგორც საერთო სახლით, ასევე ასეთი თანაცხოვრებიდან გამომდინარე სარგებლობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა