Tag Archives: ოოციტი

დიაკინეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაკინეზი – (diakinesis ბერძნ.dia – მეშვეობით და kinesis – მოძრაობა) I რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მომწიფების I გაყოფის (I მეიოზური, ანუ რედუქციული გაყოფის) პროფაზის საბო­ლოო სტადია, რომელსაც ახასიათებს ქრომოსომების დამოკლება, რომ­ლებიც ამ დროს გადაადგილდებიან ბირთვის გარსის ქვეშ. ტერმინი შემოიღო ჰეკერმა (1895). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

დიადები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიადები – (diades ბერძნ.di – ორი; იხ.სინ.უნივალენტა) მეიოზური ქრომოსომები, რომლებიც შედგებიან ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ რამდენადმე უკვე განცალკევებული ორი ქრომატიდისაგან. მეიოზური გაყოფის პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების ბირთვებში დიადების რიცხვი დიპლოიდური რიცხვის ტოლია. ჰო­მოლოგიური ქრომოსომების (დიადების) კონიუგაციის შემდეგ მეიოზის პროფაზაში იქმნება ფიგურები, ე.წ.ტეტრადები . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More