განმარტებითი ლექსიკონი ბარიუმის ოყნა – პროცედურა,რომლის დროსაც ნაწლავის ქვედა განყოფილებაში შეიყვანება ბარიუმი;სწორი,მსხვილი და წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილის მგომარეობის შესწავლისთვის გამოიყენება.ბარიუმი შეიყვანება ოყნის საშუალებით სწორ ნაწლავში.მუცლის ღრუს რენტგენოგრამაზე აღინიშნება ნაწლავის სანათურის შევიწროვება,გაუვალობის უბნები ან სხვა პათოლოგია.
ჭდე: პათოლოგია
საყლაპავი მილის ატრეზია
განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავი მილის ატრეზია – ანტენატალური განვითარების პათოლოგია,როდესაც ნაყოფის საყლაპავი მილი ბოლომდე არ ფორმირდება.საყლაპავი მილი კუჭის მისვლამდე ყრუდ მთავრდება,რის შედეგად საკვები ვერ გადადის კუჭში.
სპერმატურია
სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი სპერმატურია – შარდში სპერმის არსებობა. სპერმატურია პათოლოგიურია მაშინ, როცა სპერმა თესლგამომყოფი გზებიდან ხვდება არა ურეთრის პერიფერიულ უბნებში, არამედ შარდის ბუშტის ღრუში (რეტროგრადული ეაკულაცია). ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, Read More …
ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების Read More …
ჩერნოგუბოვის სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩერნოგუბოვის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობითი პათოლოგია. მისი სიმპტომთკომპლექსია სახსართა ჰიპერმოძრაობა, ხშირი ამოვარდნილობა, კანის ელასტიკურობის მომატება, სისხლძარღვთა დაშლა, კანის მსხვრევადობა, კუნთების ჰიპოტონია. იხ. სინონიმები: ელერს – დანლოსის სინდრომი, ბეკერენ – ელერს – Read More …