Tag Archives: პათოლოგია

მეტამორფოფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტამორფოფსია – მხედველობითი აღქმის დარღვევა, რომელიც ხასიათდება რეალური საგნების ფორმისა და ზომების დამახინჯებით. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს მხედველობის ორგანოს ან ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლეფლერის ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეფლერის ენდოკარდიტი – გულის პათოლოგია, გამოხატული გულის უკმარისობით, შერწყმული ვისცერულ დაზიანებასთან (კანი, კუნთები, თირკმლები, სახსრები, ფილტვები და სხვ.) და ეოზინოფილიასთან. მორფოლოგიურად წარმოადგენს კედლისამყოლ ფიბროპლასტიკურ ენდოკარდიტს თრომბებით, ახასიათებს გენერალიზებული ეოზინოფილური ვასკულიტი და ეოზინოფილური ინფილტრატები შინაგან ორგანოებში. მსგავსია ეოზინოფილური ვასკულიტისა კედლისამყოლი ენდოკარდიტით, დისემინირებული ვისცერული დაზიანებებისა. სინონიმი: მეკერის დაავადება. [“3”]

Read More