Tag Archives: პიროვნებას

ქსელური ეკონომიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსელური ეკონომიკა – (ინტ.) network economy  გარემო, სადაც ნებისმიერ  პიროვნებას  ან კომპანიას, რომელიც ეკონომიკური სივრცის ნებისმიერ წერტილში იმყოფება, შეუძლია ადვილად და მინიმალური დანახარჯებით დაამყაროს კონტაქტი ნებისმიერ პიროვნებასთან  ან კომპანიასთან, საერთო სამუშაოს შესრულების, ვაჭრობის, „ნოუ – ჰაუ“ – ს გადაცემის მიზნით ან უბრალოდ სალაყბოდ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

საქციელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საქციელი – (ფსიქოლოგია) შეგნებული მოქმედება, შეფასებული როგორც ადამიანის ზნეობრივი თვითგამორკვევის აქტი, რომელშიც იგი საკუთარ თავს განიმტკიცებს როგორც პიროვნებას, თავის დამოკიდებულებით სხვა ადამიანებისადმი,  საკუთარი თავისადმი, ჯგუფის, ან საზოგადოებისადმი, მთლიანად, ბუნებისადმი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიროვნული კითხვარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიროვნული კითხვარები – (ფსიქოლოგია) მეთოდური საშუალებების ერთობლიობა პიროვნების ცალკეული თვისებებისა და გამოვლინებების შესასწავლად და შესაფასებლად. თითოეული მათგანი წარმოადგენს სტანდარტულ ანკეტას, რომელიც შედგება წინადადებათა კრებულისაგან, რომლებსაც ინფორმანტი შესაძლოა დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს. ანკეტაში კითხვარები შესაძლოა ფორმულირებული იყოს, რომ მასზე პასუხის გაცემისას ინფორმანტმა ექსპერიმენტატორს გააცნოს თავის განწყობილება, სხვადასხვა სიტუაციებში

Read More

ორგანიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორგანიზაცია – (ფსიქოლოგია) (ფსიქოლოგიური ასპექტი) ინდივიდებისა და ჯგუფების დიფერენცირებული და ურთიერთმოწესრიგებული გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საერთო მიზნების, ინტერესებისა და პროგრამების საფუძველზე. განასხვავებენ ფორმალურ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ – იურიდიული სტატუსი და რომელიც პიროვნებას აყალიბებს გაუპიროვნებელი, ფუნქციური კავშირებისა და ქცევის ნორმების მიხედვით; და არაფორმალური ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ერთობას,

Read More

ეპილეპტოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპილეპტოიდი – ამ ტერმინით აღნიშნავენ ეპილეტოიდურ ფსიქოპათიურ პიროვნებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია გაღიზიანებადობა, ფეთქებადობა, განსხვავებული აზრის შეუგუებლობა, კონფლიქტურობა, პერიოდული დისფორიები, სიშმაგის შეტევები, უმნიშვნელო მიზეზით გაბრაზება, საკუთარი ლტოლვისა და სურვილების შეუკავებლობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა