Tag Archives: პოლიპლოიდია

პოლიპლოიდური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიპლოიდური უჯრედები – (cellulae polyploidiae იხ.პოლიპლოიდია) ჩვეულებრივ მსხვილი ანდა გიგანტური უჯრედებიც კი, რომლებიც ბირთვში შეიცავენ ქრომოსომების მრავალრიცხოვან (ორზე მეტ) ნაკრებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლიპლოიდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიპლოიდია – 1. მცენარეთა ან ცხოველთა უჯრედებში ქრომოსომული კომპლექტის ჯერადი ზრდის შემთხვევების საერთო სახელწოდება. 2. პოლიპლოიდია – (polyploidia ბერძნ.poly – ბევრი და ploos – დაგროვება) უჯრედებში ორზე მეტი, მაგალითად, სამი, ოთხი, ხუთი და ა.შ., მთლიანი (ჰაპლოიდური) ქრომოსომების ნაკრების შემცველობა. ასეთი პოლიპლოიდური უჯრედები წარმოიქმნება მიტოზის სრული არარსებობის ან

Read More

პლოიდია

პლოიდია – (ploidia ბერძნ.ploos – ჩალაგება) უჯრედის ქრომოსომული ნაკრები. მომწიფებულ სასქესო უჯრედებს ახასიათებს ბირთვებში ერთი ქრომოსომული ნაკრების შემცველობა (იხ.ჰაპლოიდია, მონოპლოიდია). როგორც წესი, სომატურ უჯრედებს აქვთ ქრომოსომების დიპლოიდური ნაკრები, მაგრამ შესაძლებელია სხვადასხვა გადახრა უჯრედებში ქრომოსომების ტიპური რიცხვიდან, რაც აღინიშნება ტერმინებით „პოლიპლოიდია“ , „ანეუპლოიდია“ , „ჰეტეროპლოიდია“ და სხვ. იხ.აგრეთვე ქრომოსომული აბერაციები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

ევპოლიპლოიდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევპოლიპლოიდია – (eupolyploidia ბერძნ.eu – კარგი, poly – მრავალი და იხ.პოლიპლოიდია) ქრომოსომების რიცხვის მომატება მათი დიპლოიდური რიცხვის გარდა მთლიანი გენომების დამა­ტებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გამეტოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამეტოპათიები – თანდაყოლილი დაავადებების ჯგუფი, რომელთა განვითარება განპირობებულია გენეტიკური მასალის ცვლილებებით სასქესო უჯრედების მომწიფების პროცესში (გამეტოგენეზი) ან განაყოფიერების დროს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტის) დაყოფის პირველ სტადიებზე; შესაძლებელია იყოს ქრომოსომთა რიცხვის (პოლიპლოიდია ან ანეუპლოიდია) ან ქრომოსომების აგებულების (სტრუქტურული ქრომოსომული აბერაციები) დარღვევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More