Tag Archives: საზარდულის

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More

შანკროიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შანკროიდი – ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰემოფილური ჩხირის განსაკუთრებული სახე. გვხვდება უპირატესად ცხელ ქვეყნებში. დაავადება გადაეცემა სქესობრივი გზით. დასნებოვნებიდან 3 – 14 დღის შემდეგ სასქესო ორგანოების, შორისის, უკანა ტანის მიდამოში ვითარდება ფართო წყლულები; ხშირია საზარდულის ლიმფური კვანძების ანთება და დაჩირქება. გაურთულებელ შემთხვევებში დაავადება გრძელდება 2 თვის განმავლობაში

Read More

ფსევდოქსანთომა ელასტიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოქსანთომა ელასტიკური  – (pseudoxanthoma elaticum; ბერძ. Pseudes ცრუ + ქსანთომა; სინ.: ბალზერის ელასტიკური ქსანთომა, გუტმანის ელასტიკური ნევუსი)დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს  ელასტიკური ქსოვილის მემკვიდრეობითი დისტროფია; ვლინდება მოყვითალო ფერის პაპულოზურ – ატროფიული კერებით, ლოკალიზებული კანზე და ლორწოვან გარსებზე. ელასტიკური ფსევდოქსანთომის დროს პათოლოგიური პროცესი ხშირად ღებულობს სისტემურ ხასიათს და ვრცელდება

Read More

ტროფედემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროფედემა – (trophoedema; ბერძ. Trophe საკვები, კვება + oidema სიმსივნე, შეშუპება; სინ.: ლიმფური შეშუპება, მეიჟის დაავადება, ნონეს დაავადება, ნონე – მილროი – მეიჟის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება ქვედა კიდურების რბილი ქსოვილების ქრონიკული შეშუპებით. ტროფედემა ხშირია ქალებში, ჩვეულებრივ ინფატილიზმის, ჰიპოგენიტალიზმის, ფსიქიკური განვითარების შეჩერების ფონზე. შეშუპება ვლინდება წვივებზე,

Read More

სნედონ – ვილკინსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სნედონ – ვილკინსონის სინდრომი – (სინ.: სუბკორნეალური პუსტულოზური დერმატოზი) – ქრონიკული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება სუბკორნეალური წვრილი პუსტულების წარმოქმნით, რომლებიც წრისებურად ან ხაზობრივად არიან განლაგებული სხეულის კანზე, იღლიისქვეშა ფოსოებში და საზარდულის ნაოჭებში; წარმოადგენს შედარებით იშვიათ დაავადებას. კლინიკურად ხასიათდება პირველადი ელემენტის – პატარა, 5 მმ – მდე დიამეტრის პუსტულის,

Read More