Tag Archives: საფუძველი

ჰიპოკრატე

ჰიპოკრატე – ძველი ბერძენი ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი, მატერიალისტი. ჰიპოკრატეს ნაშრომებში, რომელიც საფუძველი გახდა კლინიკური მედიცინის შემდგომი განვითარებისა, ასახულია წარმოდგენა ორგანიზმის მთლიანობის შესახებ, ავადმყოფისა და მისი მკურნალობისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება, წარმოდგენა ანამნეზის შესახებ, სწავლება ეტიოლოგიაზე, პროგნოზზე, ტემპერამენტებზე და სხვ. მის სახელს უკავშირდება ექიმის ქცევის, ეთიკისა და მორალის შესახებ წარმოდგენები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Read More

ჰიპოთეზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთეზა – 1. (ბერძნ. Hypothesis – საფუძველი, ვარაუდი)  ვარაუდი, რომლის დროსაც რიგი ფაქტების საფუძველზე კეთდება დასკვნა ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზების არსებობის შესახებ, ამასთან ეს დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს მთლიანად სარწმუნოდ. ჰიპოთეზურს უწოდებენ ამ დასკვნის შინაარსსაც. ჰიპოთეზის საჭიროება წარმოიშობა მეცნიერებაში მაშინ, როდესაც მოვლენებს შორის კავშირი, მათი მიზეზი

Read More

ცდისეული მეცნიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდისეული მეცნიერება – მეცნიერების სახე, რომლის შედეგები ცდის მონაცემების განზოგადებითაა მიღებული და მათი ემპირიული შემოწმება პრინციპულად შესაძლებელია. ცდისეული მეცნიერება ძირითადად ემყარება ექსპერიმენტის ჩატარებას, მისი შედეგების დაკვირვებას, აღწერასა და ინდუქციას. ცდისეული მეცნიერების შინაარსი ალბათურია და ცდის სრულყოფის კვალობაზე იცვლება. ცდისეული მეცნიერება განსხვავდება თეორეტ. მეცნიერებისაგან, რომელიც თავის დებულებებს აფუძნებს

Read More

ყნოსვის ორგანოს ბაზალური ეპითელიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყნოსვის ორგანოს ბაზალური ეპითელიოციტი – – (epithe­liocytus basalis / organi olfactus / ბერძნ.epi – ზევით, thele – დვრილი, cytos – უჯრედი, basis – საფუძველი, organon – ორგანო; ლათ.olfactus – ყნოსვა) – ყნოსვის ეპითელიუმის შემადგენელი უჯრედები, განლა­გებული ბაზალურ მემბრანაზე, გარშემოხვეულია რეცეპტორული უჯრედების მორჩების ცენტრალური ციტოპლაზმური გამონაზარდებით. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ტოპოგრაფიული ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოპოგრაფიული ანატომია – ანატომიის გამოყენებითი დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ურთიერთგანლაგების ნორმასა და პათოლოგიას ასაკობრივი, სქესობრივი და კონსტიტუციური თავისებურებების გათვალისწინებით. ტოპოგრაფიული ანატომიის მონაცემების საფუძველზე ტარდება რაციონალური ოპერაციები სხვადასხვა ორგანოებზე. სსრკ – ში ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციულ ქირურგიასთან ერთად დამოუკიდებელი სამედ. დისციპლინა და სწავლების საგანია. ნორმალური ანატ.

Read More