Tag Archives: სიმსივნე

რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

Read More

რაბდოსარკომა ბავშვებში

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რაბდოსარკომა ბავშვებში – წარმოადგენს ბავშვებში რბილი ქსოვილების სარკომის  ყველაზე ხშირ ფორმას. განასხვავებენ 3 ჰისტოლოგიურ ვარიანტს: ემბრიონალური, ალვეოლარული და პოლიმორფული. ხშირია 2 – დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შემდეგი თანამიმდევრობით: თავი და კისერი, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი და საშო. ჭაბუკობის ასაკში ამგვარი აგებულების ავთვისებიანი სიმსივნეები გვხვდება კიდურებზე, სათესლეებში

Read More