Tag Archives: სისქეში

ცისტა კბილის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტა კბილის – სინონიმი–კბილის ფესვის ირგვლივი ყბის ცისტა–ღრუ, რომელიც მდებარეობს კბილის ალვეოლის წანაზარდების სისქეში, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ყბის ნაწილებიც, ამოფენილი გარსითა და გავსებული მოყვითალო ან მოყავისფერო სითხით, რომელიც შეიცავს ქოლესტერინის მარცვლებს, ჩირქს (ჩირქოვანი ცისტები), ლორწოს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფარისებრი ჯირკვლის კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის კიბო – შეადგენს სიმსივნეების 1% – ს. ქალებში იგი 2 – ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების დაწყების საშუალო ასაკია 43 – 44 წელი. ჰისტოლოგიურად განსაკუთრებით ხშირია პაპილარული კიბო (60 – 70%); ფოლიკულური შეადგენს 30% – ს; იშვიათად ვლინდება ანაპლასტური და მედულარული კიბო. პაპილარული და

Read More

ტუბერკულოზური მგლურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბერკულოზური მგლურა – – კანის ტუბერკულოზის მძიმე ფორმა, რომლის დროსაც მის სისქეში, უმთავრესად, სახეზე, წარმოიქმნება ბორცვები, შემდგომი დაწყლულებით და დანაწიბურებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტროფობლასტური ლაკუნები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროფობლასტური ლაკუნები – (lacunae trophoblasticae)   ტროფობლასტების სისქეში ღრუები, რომლებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და, აგრეთვე, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სიხლძარღვოვან ლაკუნებთან; არსებობენ ქორიონის ხაოების წარმოქ­მნამდე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპირალური განგლია / კვანძი /

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირალური განგლია / კვანძი / – (ganglion spirale ბერძნ. ganglion  –  კვანძი) სპირალური ძვლოვანი ფირფიტის სისქეში ლოკა­ლიზდება, ბიპოლარული ნეიროციტების დენდრიტები ბოლოვდება სენსორულ ეპითელიოციტებზე, ხოლო ნეირიტები ქმნიან სმენის ნერვს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More