Tag Archives: სტოქსის

ჩეინ – სტოქსის სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩეინ  –  სტოქსის სუნთქვა – პერიოდული სუნთქვის ერთ  –  ერთი სახე: ზედაპირული და იშვიათი სუნთქვითი მოძრაობები, რომელიც თანდათანობით ხშირდება და ღრმავდება და მაქსიმუმს აღწევს 5  –  7 ჩასუნთქვის შემდეგ, შემდეგში კი კვლავ სუსტდება და იშვიათდება, დგება სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება  –  აპნოე, რის შემდეგაც  ციკლი მეორდება. აღინიშნება გულის

Read More

ფიბროელასტოზი სუბენდოკარდული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროელასტოზი სუბენდოკარდული – (ლათ. Fibra ბოჭკო + ბერძ. Elastikos ელასტიკური; sub ქვევით მდებარე  + ბერძ. endo შიგა,  + kardia გული; სინ.: ენდოკარდის ფიბროელასტოზი, თანდაყოლილი ენდოკარდიტი, ენდოკარდული სკლეროზი) თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდოკარდში და მიოკარდის სუბენდოკარდულ ნაწილებში ფიბროზული და ელასტიკური ქსოვილის ზრდით. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ და

Read More

სტოქსის საყელო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტოქსის საყელო – (W. Stokes, ირლანდ. ექიმი; სინ.: სტოქსის სინდრომი) კისრის, ხშირად თავის, ზედა კიდურებისა და ბეჭების მიდამოს შეშუპება. წარმოიქმნება ზედა ღრუ ვენის, ასევე მარჯვენა ან მარცხენა მხარ – თავის ვენების მიჭყლეტისას. მიჭყლეტის მიზეზი შესაძლოა იყოს მედიასტინიტები, შუასაყარის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მკერდუკანა ჩიყვი, მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსის) სიმსივნე, ფილტვის

Read More

პერიოდული სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული სუნთქვა – სუნთქვის რიტმის დარღვევა, რომელიც ხასიათდება გაძლიერებული სუნთქვისა და აპნოეს პერიოდების მონაცვლეობით; აღენიშნებათ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს. მასში შედის ჩეინ – სტოქსის სუნთქვა, რომლის დროსაც სუნთქვის თანდათანობითი გაძლიერების პერიოდები იცვლება სუნთქვის შესუსტებით, ხოლო შემდგომ – აპნოეს პაუზით, და კლასტერული სუნთქვა, რომელიც ხასიათდება ჰიპერვენტილაციის ხანმოკლე პერიოდებით,

Read More

პათოლოგიური სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოლოგიური სუნთქვა – თავის ტვინის ფუძის დაზიანების მქონე ავადმყოფებში – ხშირად აღინიშნება კომატოზური მდგომარეობის ფონზე. ჰიპერვენტილაცია ჩვეულებრივ წარმოიქმნება მეტაბოლური აციდოზის დროს (მაგ. ურემიის დროს, ეთილენგლიკოლით მოწამვლისას), ასევე შუა ტვინისა და ხიდის დაზიანების დროს (ცენტრალური ნეიოროგენური ჰიპერვენტილაცია). ჩეინ – სტოქსის სუნთქვა აღინიშნება ჰემისფეროების ღრმა ნაწილების ორმხრივი მსუბუქი დაზიანებისას,

Read More