Tag Archives: სფერული

ფსამოზური სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსამოზური სხეულაკები – (ბერძ. Psammos ქვიშა) წვრილი, სფერული, შრეობრივი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება კალციუმის მარილებისაგან. ფსამოზური სხეულაკებს ნახულობენ თავის ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულის შემაერთებელ ქსოვილში და ქსლისებრ გარსში, თავისა და ზურგის ტვინის მაგარი გარსების შიგნითა შრეებში, ჯალღუზისებრ სხეულში (ეპიფიზში), ასევე სხვადასხვა სიმსივნეებში – ფიბრომაში, მენინგიომაში, ფიბროსარკომაში, საკვერცხეების ცისტაში

Read More

პარკუჭის სფერული ხალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარკუჭის სფერული ხალი – (macula sacculi) წონასწორობის ორგანოს რეცეპტორული ნაწილი, შედგება ეპითელური, საყრდენი და სენსორული უჯრედებისაგან, დაფარულია მემბრანით,­ რომელიც შეიცავს ოტოლიტებს. გრავიტაციისა და ვიბრაციის რეცეპტორია.­ (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More