Tag Archives: ფაგოციტოზის

ციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1963). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილური გრანულოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილური გრანულოციტი – (granulocytus neutrophilus segmentonuclearis)  ნეიტროფილური გრანულოციტების უმეტესი ნაწილი (60 – 65%) მწიფე უჯრედია. ბირთვი შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული 2 – 3 ან მეტი წილაკისაგან. ციტოპლაზმაში მოვარდისფრო – იისფერი წვრილი ჰეტეროგენული მარ­ც­ვლოვანებაა. აქვს აქტიური ფაგოციტოზის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More

პლაზმური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმური მემბრანა – (membrana plasmatica სინ. ციტოპ­ლაზმური მემბრანა, ციტოლემა, პლაზმოლემა, „უჯრედის გარსი“) თხელი ციტოპლაზმური აპკი, რომლის გარსის სისქე 70 – 120 Ao – ის ტოლია. ის შედგება ორი ელექტრონული მკვრივი შრისაგან (20 – 40 Ao სისქის), რომლებიც გაყოფილია 30 – 50 Ao ტოლი განივკვეთიანი ნა­თელი შორისებით. მემბრანის

Read More

ოფსონინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოფსონინები – სისხლის შრატის ფაქტორები, რომლებიც ახდენენ ბაქტერიებისა და ანტიგენების მიწებებას ფაგოციტებთან და ასტიმულირებენ ფაგოციტოზის პროცესს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა