Tag Archives: ფუძე

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More

პლატიბაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლატიბაზია – (ბერძ. platys – ბრტყელი basis – ფუძე) ძვლოვანი კრანიოვერტებრალური ანომალია (განვითარების თანდაყოლილი მანკი): ქალას ფუძის გამკვრივება (შემჭიდროვება), რის შედეგადაც ქალას თავქვე მდებარეობს ქალას წინა ფოსოს სიბრტყესთან მიმართებით უფრო ჰორიზონტალურად, ვიდრე ეს არის ნორმაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა