ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩანასახოვანი გარსები – გარს ერტყმის ჩანასახს და უზრუნველყოფს მისი (ჩანასახის) ცხოველქმედებასა და დაცვას დაზიანებებისაგან. ძირითადი ტიპებია ამნიონი, ქორიონი და ალანტოისი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდესმოქორიული პლაცენტა – (placenta syndesmochochorialis ბერძნ.desmos – კავშირი, დაკავშირება, აქ შემაერთებელი ქსოვილი) იგი ნახევარპლაცენტაა. ქორიონი შლის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმს და უშუალოდ ეხება საშვილოსნოს გაშიშვლებულ პერივასკულურ (პერიკაპილარულ) შემაერთებელ ქსოვილს, ქორიონი დედის სისხლისგან გამოყოფილია შემაერთებელქსოვილოვანი შრითა და სისხლძარღვების ენდოთელიუმით (იგი აქვთ მცოხნავ ცხოველებს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ქსოვილები – (textus provisorici) – პროვიზორული ორგანოების ქსოვილები (ყვითრის პარკი, ამნიონი, ალანტოისი, ქორიონი). მათ ეკუთვნის: ყვითრის, ამნიონური, ალანტოისური, ქორიული ეპითელიუმი, მეზენქიმა, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ლორწოვანი ქსოვილი და სხვ. პროვიზორული ორგანოების ჰისტოგენეზი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შემცირებულად (დროში) და გამარტივებულად (დიფერენცირების მორფოლოგიური ეტაპების ამოვარდნით) ანალოგიური დეფინიტური ორგანოების ქსოვილებთან შედარებით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპითელიოქორიული პლაცენტა – (placenta epitheliochorialis) იგი ნახევარპლაცენტაა. ქორიონი ეხება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დაუზიანებელ ეპითელიუმს, ქორიონის ხაოები ჩადის საშვილოსნოს კრიპტებში. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ყველა შრე (ეპითელიუმი, სტრომა, სისხლძარღვები ენდოთელიუმი) გამოყოფს ქორიონს დედის სისხლიდან. იგი აქვს ზოგიერთ ჩლიქოსანს, მაგალითად, ღორს, აქლემს, ბეჰემოტს, ცხენს (სინ.ემბრიოტროფული პლაცენტა). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.