ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შაგასის დაავადება – (C. Chages, ბრაზ. ექიმი; სინ.: ამერიკული ტრიპანოსომოზი)პროტოზოოზი, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, კანზე ან კონიუნქტივაში პირველადი აფექტის გაჩენით, ზოგჯერ გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით. დაავადების გამომწვევია Trypanosoma cruzi Chages; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5 – 14 დღეს. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა – ფილტვის ფუნქციის დაქვეითება მისი ვენტილაციის შემცირებით და სისხლის აირების ცვლის შემცირებით, პირველ რიგში მასში ჟანგბადის უკმარისობით. სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს როგორც ქრონიკული ფილტვისმიერი დაავადებების, ასევე სუნთქვის რეგულაციის დარღვევის (ნერვული სიტემის დაზიანება), გულმკერდის ძვალ – კუნთოვანი აპარატის დაავადებების შედეგად. სუნთქვის უკმარისობა ვითარდება ქრონიკული ბრონქიტის,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უცხო სხეულების ასპირაცია (ბავშვებში) – განსაკუთრებით ხშირად ხდება მარჯვენა ბრონქში (უფრო ფართოა). უცხო სხეული შესაძლოა იყოს როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ბუნების. კლინიკური სურათი. როგორც წესი, ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას, უეცრად წარმოქმნილ მკვეთრ ქოშინს (შეტევითი, ყოვანახველისებრი ტრაქეაში მოხვედრის დროს), ციანოზი, ხუთვა და გონების დაკარგვა. ხორხის სანათურის უცხო სხეულით
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სილიკოზი – (silicosis; ლათ. silex, silicis კაჟი + osis)ფილტვების დაავადება, რომელიც ვითარდება სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრის შესუნთქვით; წარმოადგენს პნევმოკონიოზის ყველაზე გავრცელებულ და მძიმე სახეს და პრაქტიკულად ყოველთვის არის პროფესიონალური დაავადება. განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას (I, II, III) და სამ ფორმას. პნევმოკონიოზით დაავადებულები ყველაზე უფრო ხშირად უჩივიან ქოშინს,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაფრაგმისქვეშა აბსცესი – ჩირქის დაგროვება ღვიძლის ზედა ზედაპირსა და დიაფრაგმის ქვედა ზედაპირს შორის. დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ორგანოებში (ღვიძლი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები) განლაგებული ანთებითი კერებიდან ჩირქმბადი ბაქტერიების გავრცელების შედეგად. ზოგჯერ დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება სხვა ანთებითი დაავადებების დროსაც (ქალის სასქესო ორგანოების