ქრონიკული ქოლეცისტიტი chronic cholecystitis
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
ქრონიკული ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება. საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ხშირია ქალებში.
ქრონიკული ქოლეცისტიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი
ბაქტერიული ფლორა (ნაწლავის ჩხირი, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვ.), იშვიათ შემთხვევებში – ანაერობები, ჭიით ინვაზია (ასკარიდები) და სოკოვანი დაზიანება (აქტინომიკოზი), ჰეპატიტის ვირუსი; ქოლეცისტიტი შესაძლოა იყოს ტოქსიკური ან ალერგიული წარმოშობის. ნაღვლის ბუშტში მიკრობული ფლორის შეღწევა ხდება ენტეროგენული, ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ნაღვლის შეგუბება ნაღვლის ბუშტში, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ნაღვლის კენჭებმა, ნაღვლგამომყოფი სადინრების გაჭყლეტა და გადახრები, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლგამომყოფი გზების დისკინეზიები, სანაღვლე გზების ტონუსისა და მოტორული ფუნქციის მოშლა და სხვ..
Read More