Tag Archives: შემაერთებელი

ძირითადი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძირითადი ნივთიერება – (substantia fundamentalis)   ლაბისებრი ნივთიერება, რომლითაც ამოვსებულია შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებსა და ბოჭკოებს შორის სივრცე. მონაწილეობს მეტაბოლიტების ტრანსპორტში, ასრულებს მექანიკურ, დამაკავშირებელ და საყრდენ ფუნქციებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More