Tag Archives: შემაერთებელ

სინდესმოქორიული პლაცენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდესმოქორიული პლაცენტა – (placenta syndesmochochorialis ბერძნ.desmos  –  კავშირი, დაკავშირება, აქ შემაერთებელი ქსოვილი)  იგი ნახევარპლაცენტაა. ქორიონი შლის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმს და უშუალოდ ეხება საშვილოსნოს გაშიშვლებულ პერივასკულურ (პერიკაპილარულ) შემაერთებელ ქსოვილს, ქორიონი დედის სისხლისგან გამოყოფილია შემაერთებელქსოვილოვანი შრითა და სისხლძარღვების ენდოთელიუმით (იგი აქვთ მცოხნავ ცხოველებს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

სითბოპროდუქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სითბოპროდუქცია – სითბოს წარმოშობა ცოცხალ ქსოვილებში, მათში მიმდინარე ენერგეტიკულ გარდაქმნათა შედეგად. ეს პროცესი სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. აქტ. ქსოვილებში (კუნთებსი, ღვიძლში, თირკმლებში) სითბოს უფრო დიდი რაოდენობა გამოიყოფა, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ქსოვილებში (შემაერთებელ ქსოვილში, ძვლებში, ხრტილებში). სითბოპროდუქცია დაკავშირებულია ცილისა და სხვა ორგანულ ნაერთთა ბიოქიმიური სინთეზის პროცესთან, ოსმოსურ

Read More