Tag Archives: შვანის

მეზაქსონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რო­მელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭ­კოს მიელინური გარსია.

Read More

მანტიისებრი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მანტიისებრი უჯრედები – (gliocyti mantelli ბერძნ. Mantion) ლაბადის მსგავსი განიერი და გრძელი სამოსი) – ოლიგოდენ­დროგლიის უჯრედები, რომლებიც ყოველი მხრიდან გარს ეკვრიან ნერვული უჯრედების სხეულებს. სინ.უჯრედი – სატელიტები. მსგავსი წარმოშობისა და აგებულების უჯრედებს, რომლებიც გარს ეკვრიან ნეირონის მორჩებს, აქვთ განსაკუთრებული სახელწოდება: შვანის უჯრედები . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More