Tag Archives: შრი

ციტოტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტროფობლასტი – (cytotrophoblastus ბერძნ. cytos – უჯ­რედი და იხ.ტროფობლასტი) – ტროფობლასტის შიგნითა შრე, რომელიც შედგება კუბურ უჯრედთა (trophoblastocyti) ერთი შრისაგან. ციტოტროფობლასტის გარეთ მდებარეობს ტროფობლასტის სიმპლასტური ნაწილი – პლაზმოდიოტროფობლასტი. ტროფობლასტის მასალის დიფერენცირება უჯრედულ და სიმპლასტურ ნაწილად მიმდინარეობს ადამიანის ჩანასახის ინპლანტაციის დროს. ციტოტროფობლასტს უწოდებენ აგრეთვე ლანგჰანსის შრეს. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ცისტადენოკარცინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტადენოკარცინომა – (cystadenocarcinoma; ბერძ. Kystis ბუშტუკი + ადენოკარცინომა) ავთვისებიანი სიმსივნე, ჯირკვლოვანი კიბოს ტიპის; წარმოქმნილია ცისტის ეპითელური შრისაგან; განსაკუთრებით ხშირია საკვერცხეებში, სადაც ის შესაძლოა იყოს ორმხრივი. შედარებით იშვიათად ცისტადენოკარცინომა აღინიშნება კუჭქვეშა ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვლებში და სარძევე ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შიგნითა ეპითელური ფესვის ბუდე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიგნითა ეპითელური ფესვის ბუდე – (vagina epithelialis radicularis interna)   თმის პარკის შიგნითა კედელი. შედგება კუტიკულისაგან, გრანულების შემცველი ეპითელური შრისა და ჰო­მოგე­ნური მკრთალი ეპითელური შრისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ყაითნოვანი ცილინდრული ერთშრიანი ეპითელიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყაითნოვანი ცილინდრული ერთშრიანი ეპითელიუმი – (epithelium limbatum cylindricum unistratificatum ბერძნ.epi – ზევით, thele – დვრილი, cylindrus – ცილინდრი; ლათ.stratum – შრე, uni – ერთი) – საჭმლის მომნელებელი შუა ნაწილის ორგანოთა შრე. ნაწლავის ეპითელიუმი შედგება ზედაპირზე შემწოვი ყაითნის მქონე მაღალი ცილინდრული ეპითელიოციტების – ენტერო­ციტების ერთი შრისაგან და მცირერიცხოვანი

Read More

ფოლიკული საკვერცხის, მესამეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკული საკვერცხის, მესამეული – (folliculus ovaricus tertiarius \vesiculosus\) საკვერცხის ყველაზე მსხვილი მწიფე ფოლიკული. მისი კედელი შედგება ფოლიკულური მარცვ­ლოვანი შრისაგან (stratum granulosum), გარეთა გარსის სისხლძარ­ღვოვანი (theca folliculi) და ბოჭკოვანი შრეებისაგან (tunica externa), კვერცხის შემცველ გორაკში პირველადი ოოციტია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More