Tag Archives: ცხიმის

აპერტ – კუშინგის სინდრომი

აპერტ – კუშინგის სინდრომი – კლინიკურად აღინიშნება ავადმყოფის შესახედაობის შეცვლის (სიმსუქნე, ცხიმის მუცლისა და კისრის უკანა არეში დაგროვების უპირატესობით, მთვარისებრი სახე, ჰირსუტიზმი, ატროფიული ზოლების – სტრიების არსებობა კანზე) შერწყმა არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ოსტეოპოროზთან, კუნთების სისუსტესთან, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან. აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰიპერფუნქციის (ხშირად ჰორმონოაქტიური სიმსივნის არსებობისას) და ადრენოკორტიკოტროპულ და კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. სინონიმები:

Read More

ადიპოციტი

ადიპოციტი – (ცხიმოვანი უჯრედი – ლიპოციტი / (adipocytus uniguttularis, adipocytus multiguttularis / ერთწვეთიანი და მრავალწვეთიანი / ლათ.adeps, adipis – ცხიმი) შემაერთებელი ქსოვილის უჯრედი, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით სარეზერვო ცხიმის დაგროვების უნარი. ჯგუფურად განლაგებული ადიპოციტები ქმნიან ცხიმოვან ქსოვილს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)   გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური

Read More