Tag Archives: ცხოველ

ეშერიქიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეშერიქიოზი – ფართოდ გავრცელებული (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში) მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადება, რომელსაც იწვევს ნაწლავის ჩხირის პათოგენური სახესხვაობები. გამომწვევის წყაროა დაავადებული ადამიანი, ჯანმრთელი ბაქტერიამტარებლები და ცხოველები. დასნებოვნება ხდება წყლისა და საკვები პროდუქტების გამოყენებით. ინკუბაციური პერიოდი 12 საათიდან 6 დღემდეა. ვლინდება მუცელში ტკივილებით, თხიერი განავლით, ღებინებით. შესაძლოა აღინიშნებოდეს ცხელება

Read More

ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებით. ინფექციის რეზერვუარი და წყაროა ველური ცხოველები (მღრღნელები) და ტკიპები. დაინფიცირება შესაძლებელია არა მხოლოდ ტკიპის მიკვრისას, არამედ დაინფიცირებული თხის რძის მიღების დროს. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება არბოვირუსებს. ინფექციის კარია კანის საფარველი (ტკიპების მიკვრისას) ან

Read More