Tag Archives: ჭარბთმიანობა

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More

მელანეზიური რასა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მელანეზიური რასა – შედის დიდ ეკვატორიალურ (ნეგრო – ავსტარლოიდურ) რასაში. რიგი ნიშნების მიხედვით მსგავსია ავსტრალოიდური რასისა (სახეზე ჭარბთმიანობა, გამოხატული წარბზედა რკალები), განსხვავებით მათგან – ხვეული თმები აქვთ. გავრცელებულია მალანეზიის კუნძულებზე, ახალ გვინეაში, ინდონეზიაში, ფილიპინის კუნძულებზე და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ლეპრეჩაუნიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეპრეჩაუნიზმი – მემკვიდრეობითი დაავადება რომელიც ვლინდება ავადმყოფის ტიპიური გარეგნობით (სახის გროტესკული ნაკვთები, მსხვილი ტუჩები, მსხვილი, ქვევით მდებარე ყურები, თვალების შედარებით დაცილებული მდებარეობა, ჭარბთმიანობა, სარძევე ჯირკვლებისა და გარეთა სასქესო ორგანოების გადიდება), და კუჭქვეშა ჯირკვლისა და თირკმელების პათოლოგიებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ბალკანურ – კავკასიური რასა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბალკანურ – კავკასიური რასა – შედის დიდ ევროპეიდულ რასაში. დამახასიათებელია მუქი ფერის თმები და თვალები, ჭარბთმიანობა სახეზესა და სხეულზე, მაღალი ტანი, ბრაქიკეფალია, ფართო სახე. გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთი ევროპის ქვეყნებში, კავკასიაში, აზიაში. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები

Read More