Tag Archives: ჯალღუზისებრი

ფრანკლ – ჰოხვარტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრანკლ – ჰოხვარტის სინდრომი – (L. Frankl – Hochwart, ავსტრიელი ნევროპათოლოგი) ორმხრივი სიყრუისა და ატაქსიის შერწყმა მხედველობის ველის კონცენტრაციულ  შევიწროებასთან; აღინიშნება ჯალღუზისებრი სხეულის სიმსივნეების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტვინშიდაკალციფიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინშიდაკალციფიკაცია – – კალციუმის მარილების ჩალაგება თავის ტვინის ნივთიერებაში, რომელიც შესაძლოა იყოს დიფუზური ან შედარებით ლოკალური. ფიზიოლოგიური კალციფიკაციას ექვემდებარება შიგაპარკუჭოვანი წნულები, ჯალღუზისებრი სხეული, ტვინის ნამგალი. პათოლოგიური კალციფიკაციის მიზეზი შესაძლოა იყოს კალციუმის ცვლის მოშლა, მაგ. ენდოკრინული დაავადებების დროს (ჰიპოპარათირეოზი, ფსევდოჰიპოპარათირეოზი, ჰიპერპარათირეოზი). აგრეთვე აღინიშნება სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი მალფორმაციებისას, ცისტიცერკოზის, თანდაყოლილი

Read More

პინელომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინელომა – ჯალღუზისებრი სხეულის სიმსივნე. შესაძლებელია განვითარდეს ჯალღუზისებრი სხეულის უჯრედებისაგან – პინეალოციტებისაგან, ჩანასახოვანი უჯრედების ან გლიური უჯრედებისაგან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პელიცის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელიცის სინდრომი – -(G. B. Pellizzi, იტალ. ექიმი; სინ. ეპიფიზარული ვირილიზმი) ვირილიზმი გოგონებში, რომელიც განპირობებულია ჯალღუზისებრი სხეულის ფუნქციის მოშლით, მისი სიმსივნეების დროს – ტერატომის, ქორიონეპითელიომის, პინეალომის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პარინოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარინოს სინდრომი – 1. ცქერის დამბლა – ვერტიკალური მიმართულებით, მეტად ზევით, რასაც ხშირად თან ერთვის კონვერგენციის დამბლა. გვხვდება შუა ტვინის სახურავის დაზიანებისას ინფექციური და სისხლძარღვოვანი (ტვინის უკანა არტერიის აუზში) პროცესებით. დაზიანების კერის ორალური ლოკალიზაციის დროს (გვხვდება უფრო ხშირად), ვითარდება ცქერის დამბლა ზევით, ხოლო კაუდალური ლოკალიზაციის დროს –

Read More