Tag Archives: ჰიპერპლაზიით

მეა – სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეა – სინდრომი – თანდაყოლილი ენდოკრინული ადენომატოზის და წვრილი ნაწლავის პეპტიკური წყლულების შეუღლება. ხასიათდება ერთდროულად: 1. ჰიპოფიზის წინა ნაწილის კეთილთვისებიანი სიმსივნით (რომელიც შეიძლება განვითარდეს მისი ნებისმიერი უჯრედისაგან), 2. პარათიროიდული ჯირკვლების კვანძოვანი ჰიპერპლაზიით (რომელშიც უპირატესად ჩართულია მთავარი უჯრედები), 3. კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების მრავლობითი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები; 4.

Read More

statis thymicolymphaticus

statis thymicolymphaticus – (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.