Tag Archives: ჰიპერპლაზიით

პოტრიე – ვორენჟეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოტრიე – ვორენჟეს სინდრომი – (L. М. Pautrier, ფრან. დერმატოლოგი; F. Woringer, ფრან. დერმატოლოგი) ლიმფური კვანძების ლოკალური ან დიფუზური გადიდება, რომელიც აღინიშნება ზოგიერთი დერმატოზის დროს (დიფუზური ნეიროდერმიტი, ერითროდერმია, ეგზემა და სხვ.) და განპირობებულია სტრომის ჰიპერპლაზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პაქიდერმოპერიოსტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაქიდერმოპერიოსტოზი – (pachydermoperiostosis; პაქი – ბერძ. derma კანი + ანატ. periosteum ძვლისსაზრდელა + – ოზი; სინ. ტურენ – სოლანტ – გოლეს სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება კერატოდერმიით, სახის პაქიდერმიითა და ცხიმის ჯირკვლების ჰიპერპლაზიით, კიდურების ძვლების ბილატერალური სიმეტრიული ჰიპეროსტოზითა და ოსტეოფიტების წარმოქმნით; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. გაფრთხილება!

Read More

პარათირეოიდექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათირეოიდექტომია – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ლათ. [glandula] thiroidea ფარისებრი ჯირკვალი + ბერძ. Ektome ამოკვეთა) ერთი ან რამდენიმე პარათირეოიდული ჯირკვლის ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია. წარმოადგენს ერთადერთ რადიკალურ მეთოდს ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია ჰორმონულ – აქტიური სიმსივნით – ადენომით ან (შედარებით იშვიათად) პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერპლაზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ორი ან მეტი ენდოკრინული ჯირკვლის ჰიპერპლაზიით და ჰიპერფუნქციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მეა – სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეა – სინდრომი – თანდაყოლილი ენდოკრინული ადენომატოზის და წვრილი ნაწლავის პეპტიკური წყლულების შეუღლება. ხასიათდება ერთდროულად: 1. ჰიპოფიზის წინა ნაწილის კეთილთვისებიანი სიმსივნით (რომელიც შეიძლება განვითარდეს მისი ნებისმიერი უჯრედისაგან), 2. პარათიროიდული ჯირკვლების კვანძოვანი ჰიპერპლაზიით (რომელშიც უპირატესად ჩართულია მთავარი უჯრედები), 3. კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების მრავლობითი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები; 4.

Read More