Tag Archives: მინანქარი

ადამანტობლასტები

ლალი დათეშიძე ადამანტობლასტები – (adamantoblasti ბერძნ.adamas, adamantos – ალმასი და blastos – ჩანასახი) ეპითელური უჯრედები, რომელთაგანაც წარმოიქმნება კბილის ემალი (მინანქარი). კბილის განვითარების პროცესში ისინი ემალის ორგანოს შიგა შრეს ქმნიან. მათ აპიკალურ ზედაპირზე იქმნება გრძელი კუტიკულები – ემალის(მინანქრის) პრიზმები, რომელ­თაგანაც შედგება კბილის გვირგვინის ემალი (მინანქარი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

კბილის კარიესი

კბილის კარიესი – პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაციით, მათი შემდგომი დესტრუქციითა და კბილზე ღრუს სახის დეფექტის წარმოქმნით.  გამომწვევია მუტანსის სტრეპტოკოკი, რომელიც გროვდება მინანქრის ზედაპირზე, რეტენციულ ადგილებზე, კბილის რბილი ნადების სახით. კბილის კარიესი – პათოგენეზი. მიკროფლორა აზიანებს მინანქრის ორგანულ საფუძველს, რომელიც კარგავს მინერალური სუბსტრატის ფიქსირების უნარს. წარმოიქმნება კარიესული დეფექტი. კარიესის მიმართ მდგრადობას განსაზღვრავს

Read More