Tag Archives: საკვერცხეების

მალუთეინიზირებელი ჰორმონი

მალუთეინიზირებელი ჰორმონი – ჰიპოფიზის წინა წილის მიერ გამომუშავებული გონადოტროპული ჰორმონი. არეგულირებს საკვერცხეების მიერ ქალის სასქესო ჰორმონებისა და სათესლეების მიერ მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნას. ქალის ორგანიზმში იწვევს ოვულაციასა და ყვითელი სხეულის წარმოქმნას; ქიმიური ბუნებით წარმოადგენს გლიკოპროტეიდს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!  

კლიმაქსი, კლიმაქტერული ნევროზი

კლიმაქსი, კლიმაქტერული ნევროზი – ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა, მენოპაუზის დადგომა, წარმოადგენს ფიზიოლოგიურ მოვლენას და ჩვეულებრივ ადგილი აქვს სიცოცხლის მეხუთე ათწლეულში. ამ დროს, ქალის ორგანიზმში ხდება ნეოროენდოკრინული სისტემის, უპირველეს ყოვლისა ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის, აგრეთვე საკვერცხეების მოქმედების მნიშვნელოვანი გარდაქმნა. მხოლოდ ქალთა მცირე ნაწილში ეს გარდაქმნა მიმდინარეობს მსუბუქად. საკმაოდ ხშირად, ამ პერიოდში, ვითარდება ე.წ. კლიმაქტერული ნევროზი. ავადმყოფები უჩივიან წამოხურებას, სიცხის

Read More