Tag Archives: შრეებს

გასტრულა

გასტრულა – (ბერძნ.gaster – კუჭი) გასტრულაციის პერიოდში განვითარებადი ორგანიზმია. ლანცეტაში გასტრულა ორშრიანი ფია­ლის მსგავსია, რომლის შრეებს შორის ნაპრალისებრი სივრცე ბლასტო­ცელის ნარჩენია. გასტრულას შიგნითა ღრუ – გასტროცელი გარემოს­თანაა დაკავშირებული ბლასტოპორის – (blastoporus), ანუ პირველადი პირის მეშვეობით. უმაღლეს ხერხემლიანებში გასტრულას აქვს სამშრიანი აგებულება. მასში არჩევენ ჩანასახოვან ფურცლებს: გარეთა – ექტოდერმას, შუა – მეზოდერმას და შიგნითა – ენდოდერმას.

Read More

გამჭვირვალე გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამჭვირვალეგარსი – (zona pellucida ბერძნ.zona – ზონა, სარტყე­ლი ლათ.pellucidus – გამჭვირვალე) ოოციტის მეორეული გარსი. მასში არჩევენ: გარეთა მჟავე მუკოპოლისაქარიდებისა და შიგნითა ნეი­ტრალური მუკოპოლისაქარიდების შემცველ შრეებს. გამჭვირვალე ზო­ნის­ ფუნქციური მნიშვნელობაა ოოციტის ზრდა – განვითარების პროცე­ს­ში აუცილებელი ტროფიკული ნივთიერების არჩევითი შეღწევადობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More