Tag Archives: გარშემო

ოსტეონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეონი – (osteon ბერძნ.osteon – ძვალი) ლულისებრი ძვლის კომპაქტური ნივთიერების სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება სისხლძარღვის გარშემო კონცენტრულად დაშრევებადი ძვლოვანი ფირფიტებისაგან და ხასიათდება ორ მეზობელ ფირფიტაში კოლაგენურ ბოჭკოთა მიმართულების სხვადასხვაობით, რითაც უზრუნველყოფილია ძვლის სიმტკიცე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ნევრილემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევრილემა – (ნეურილემმა ბერძნ. ნეურონ – ნერვი და ლემმა – გარსი) – ნერვული ბოჭკოს შემადგენლობაში ნერვული უჯრედის მორჩების გარშემო გარსის შემადგენელი შვანის უჯრედების – ნეიროლემოციტების (ნეუროლემმოცყტუს) ციტოპლაზმის და მათი ბირთვების თხელი ზედაპირული შრე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More