Tag Archives: დასამზადებლად

სპერმაცეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმაცეტი – (სპერმა და ბერძნ. ketos  –  ზღვის დიდი ცხოველი), ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რტული ეთერისაგან. სპერმაცეტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. tდნ 53 – 54°C. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

Read More

რძემჟავური დუღილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რძემჟავური დუღილი – რძემჟავური ბაქტერიების მიერ ნახშირწყლების დაშლის შედეგად რძემჟავას წარმოქმნა. რძემჟავური დუღილი რთული ფერმენტული პროცესია. მისი ბიოლ. ბუნება პირველად დაადგინა ლ. პასტერმა 1857. რძემჟავურ დუღილს კვების მრეწველობაში იყენებენ კარაქის, არაჟნის, მაწვნის, კეფირისა და რძის სხვა ნაწარმის მისაღებად, კომბოსტოსა და კიტრის დასამწნილებლად, ხოლო სოფლის მეურნეობაში  –  საქონლის

Read More