Tag Archives: ენიჭება

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

ნობელის პრემიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნობელის პრემიები – საერთაშორისო პრემიები, რომელიც დაწესებულია შვედი ინჟინერ – ქიმიკოსის და გამომგონებლის ალფრედ ნობელის მიერ (A. Nobel, 1833 – 1896) და გაიცემა ყოველწლიურად ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიის ან მედიცინის, ლიტერატურის სფეროებში უდიდესი მიღწევებისათვის და ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებაში. 1968 წელს შვეციის სახელმწიფო ბანკმა დააწესა დამატებითი ნობელის პრემიები

Read More