Tag Archives: ეოზინოფილიით

ეოზინოფილური პნევმონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური პნევმონია – ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრატი (ლეფერის სინდრომი). დაავადება ხასიათდება ფილტვებში ინფილტრატების გაჩენით, რომელიც  რენტგენოგრამაზე ჩანს გარდამავალი ჩრდილების სახით, პარალელურად სისხლში ეოზინოფილების რიცხვის გაზრდით. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და ჩვეულებრივ მთავრდება ერთი თვის განმავლობაში. ხშირ შემთხვევებში დაავადება ვითარდება ალვეოლებში ალერგიული რეაქციების შედეგად. მხოლოდ ზოგიერთ ავადმყოფში ვლინდება ალერგიული პროცესის

Read More

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთების ტკივილებითა და სპაზმებით,  ადვილად დაღლით, სუბფებრილიტეტითა და ეოზინოფილიით პერიფერიულ სისხლში. ვლინდება პარესთეზიები, კანის ინდურაცია, კუნთოვანი სისუსტე, პოლინევროპათია. მიკროსკოპულად კანში, კუნთებში, ფასციებში აღინიშნება მიკროანგიოპათიები და ანთებითი რეაქცია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი