Tag Archives: მოძრაობითი

პათოლოგიური აფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოლოგიური აფექტი – ფსიქიკის ხანმოკლე მოშლა, რომელიც გამოიხატება არაჩვეულებრივად ძლიერი განრისხების უეცარი შეტევით და რომელიც წარმოიქმნება ფსიქიკური ტრავმის პასუხად. პათოლოგიური აფექტი მიმდინარეობს გონების ღრმა დაბინდვით, მოძრაობითი აგზნებით, ავტომატური მოქმედებებით და შემდგომი ამნეზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევროპათია – 1. კონსტიტუციურად განპირობებული ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობა, შერწყმული მის მომატებულ გამოფიტვასთან; აღინიშნება ბავშვთა ასაკში; 2. პერიფერიული ნერვების დისტროფიული ხასიათის დაზიანებების საერთო სახელწოდება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით (ინტოქსიკაცია, ვიტამინური უკმარისობა და სხვ.) და ხასიათდება პოლიმორფული კლინიკური სურათით (მოძრაობითი და მგრძნობელობითი დარღვევები, კუნთოვანი ჰიპოტონია და სხვ.) გაფრთხილება!

Read More