Tag Archives: უჯრედებს

პირამიდული უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირამიდული უჯრედები – (cellulae pyramidales) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ასოციაციური ნერვული უჯრედები. მათ სხეულს აქვს პირამიდის ფორმა, რომლის წვერი ქერქის ზედაპირისკენაა მიმართული. პირამიდული უჯრედების წვერებიდან და გვერდებიდან გამოდის დენდრიტები, ფუძიდან კი – ნეირიტი. სხეულის ზომის მი­ხედ­ვით არჩევენ მცირე, საშუალო და დიდ პირამიდულ უჯრედებს, რომლებიც ქერქში შრეებადაა განლაგებული.

Read More

პინეალოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინეალოციტები – (endocrinocyti pineales) ეპიფიზის ჯირკვლოვანი უჯრედები, ლოკალიზდებიან ეპიფიზის წილაკთა ცენტრში; არჩევენ მთავარ (ნათელ) პინეალურ უჯრედებს (endocrinocytus lucidus) და მუქ უჯრედებს (endocrinocytus densus) ციტოპლაზმაში აციდოფილური და ბაზოფილური გრანულებით; გამოიმუშავებენ მელატონინსა და რიგ ცილოვან ჰორმონებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More