Tag Archives: ბრუნვის

შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები – (incisio myelini  –  მიელინის ნაჭდევი)   შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში ძაბრისებრი შუაშრეები, რომლებიც ნერვული ბოჭკოს სიგრძისადმი მახვილი კუთხით მიემართებიან და მიელინის გარსს ფრაგმენტებად ყოფენ. ისინი წარმოიქმნებიან მეზაქსონის რამდენადმე განშრევების შედეგად ნერვული მორჩის გარშემო შვანის  უჯრედების ბრუნვის დროს. ასე ეწოდათ მათ აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით.

Read More

კბილის ბორმანქანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის ბორმანქანა – სამედიცინო აპარატი, რომელიც აბრუნებს სხვადასხვა ფორმისა და სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ კბილის ბურღს. იყენებენ კბილის მაგარი ქსოვილების დასამუშავებლად, კბილის ბორმანქანა შეიძლება იყოს ფეხის (თითქმის აღარ იყენებენ), ელექტრული და ტურბინიანი. ელექტრული ბორმანქანის ბუნიკში გამაგრებულ კბილის ბურღს ამოძრავებს ელექტროძრავა, ტურბინიანში კი – ბუნიკში მოთავსებული ტურბინა, რომელსაც აბრუნებს

Read More