Tag Archives: გადაყვანა

ჩირქოვანი ართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩირქოვანი ართრიტი – სახსრის ჩირქოვანი ანთება, ვითარდება ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური (ტრამვების დროს) გზით, სხვა კერიდან (ოსტეომიელიტი, ფლეგმონა) გავრცელების შედეგად. პროცესში ჩართული შეიძლება იყოს მხოლოდ სინოვიური გარსი (ჩირქოვანი სინოვიტი), სასახსრე კაფსულა ან ჩანთა, ძვლების სასახსრე ზედაპირები და, ბოლოს, სახსრის ყველა ელემენტი  –  პანართრიტი. უხშირესად ზიანდება მსხვილი სახსრები:

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More