Tag Archives: დეფინიტური

პროვიზორული ქსოვილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ქსოვილები – (textus provisorici) – პროვიზო­რული ორგანოების ქსოვილები (ყვითრის პარკი, ამნიონი, ალანტოისი, ქორიონი). მათ ეკუთვნის: ყვითრის, ამნიონური, ალანტოისური, ქორიული ეპითელიუმი, მეზენქიმა, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ლორწოვანი ქსოვილი და სხვ. პროვიზორული ორგანოების ჰისტოგენეზი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შემცირებულად (დროში) და გამარტივებულად (დიფერენცირების მორფოლოგიური ეტაპების ამოვარდნით) ანალოგიური დეფინიტური ორგანოების ქსოვილებთან შედარებით.

Read More

პროვიზორული ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ორგანოები – (გერმ. Provisorisch – წინასწარი, დროებითი), ცხოველებისა და ადამიანის დროებითი ორგანოები, რომლებიც ასრულებენ ამა თუ იმ ფუნქციას ონტოგენეზის მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც განვითარდება იმავე ფუნქციის შემსრულებელი საბოლოო (დეფინიტური) ორგანოები, მოხდება პროვიზორული ორგანოების რედუქცია. პროვიზორული ორგანოები საბოლოო ორგანოებთან შედარებით უფრო სწრაფად ვითარდებიან და

Read More