Tag Archives: მამრობით

ფემინიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფემინიზაცია – (ლათ. femina – ქალი) მედიცინაში – მამაკაცებში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა. აღინიშნება ჰიპოგონადიზმის, კლაინფენტერის სინდრომის, ასევე სათესლის, თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის ზოგიერთი სიმსივნის და სხვ. დროს. 2.  მამრობით ორგანიზმში მდედრობითი მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპერმატიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატიდები – (spermatidia ბერძნ. sperma  –  თესლი და eidos  –  მსგავსი) განვითარებადი მამრობითი სასქესო  უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან პრესპერმატიდებისაგან მომწიფების შედეგად. ჩამოყალიბების პერიოდის გავლის შემდგე სპერმატიდები შემდგომი გაყოფის გარეშე გადაიქცევა მომწიფებულ მამრობით სასქესო უჯრედებად  –  სპერმატოზოიდებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More