Tag Archives: მოხუცებულებში

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More

ქონდროკალცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდროკალცინოზი – (chondrocalcinosis; ბერძ. Chondros ხრტილი)კალციუმის მარილების ჩალაგება ხრტილოვან ქსოვილში. გაკირვა შესაძლოა განიცადოს როგორც ჰიალინურმა ხრტილმა ასევე ბოჭკოვანმაც. ქონდროკალცინოზი ვითარდება ხრტილოვანი ქსოვილის დისტროფიის შედეგად და ამიტომ აღინიშნება უპირატესად მოხუცებულებში. ქონდროკალცინოზის სხვა მიზეზს წარმოადგენს კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევა, როგორც გენეტიკურად განპირობებული, ასევე შეძენილი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More