Tag Archives: მხედველობითი

ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია – (თვალის დაავ.) – ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურასა და მისი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა. სიმპტომები. დაავადების საწყის სტადიებში ჩივილები არ არის, მოგვიანებით ვლინდება მუქი ლაქები თვალების წინ, მხედველობის გაუარესება. ოფთალმოსკოპიით მოჩანს რეტინული არტერიების შევიწროება, დაკლაკნილობა, ვენაში მასზე არტერიის გადაკეცვის ადგილას სისხლის სვეტის დამახასიათებელი შეწყვეტები (ჯვარედინი სიმპტომი),

Read More

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More