Tag Archives: პლევრის ემპიემა

პლევრის ემპიემა

პლევრის ემპიემა pleural empyema

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პლევრის ემპიემა ჩირქის დაგროვება პლევრის ღრუში ფილტვის ქსოვილის მეორადი კომპრესიით. ინფექციის გავრცელების პირდაპირი გზებია: ფილტვის ტრავმა, გულმკერდის კედლის ჭრილობა, საყლაპავის გაგლეჯა (პოსტტრავმული ემპიემა), პნევმონია, ტუბერკულოზი, ფილტვის აბსცესი ან განგრენა, ბრონქოექტაზები, ფილტვის რეზექცია, პნევმოთორაქსი. განსაკუთრებით ხშირია პარა – და მეტაპნევმონიური ემპიემები. ინფექციის გავრცელების არაპირდაპირი გზებია: დიაფრაგმისქვეშა აბსცესი, მწვავე პანკრეატიტი, ღვიძლის აბსცესი, გულმკერდის რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი ჩონჩხის ანთება. გამომწვევებია: სტაფილოკოკები, პნევმოკოკები, ანაერობები (ლურჯი ჩირქის ჩხირი). ანთების შედეგად წარმოიქმნება პლევრის ფურცლების ჰიპერემია და ლეიკოციტური ინფილტრაცია, შემდგომში წარმოიქმნება ფიბრინის ნადები, რომელიც კლინიკურად ვლინდება პლევრის ხახუნითა და ტკივილებით; სითხის შემდგომი დაგროვებისას პლევრის ღრუში ხახუნი და ტკივილები გაივლის. თანდათანობით პლევრის ფურცლები სქელდება, წარმოიქმნება შვარტები.

Read More