Tag Archives: სუბთალამური

შუამდებარე ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ტვინი – თავის ტვინის ღეროს ნაწილი, რომელშიც შედის მხედველობის ბორცვი (თალამუსი), მხედველობის ბორცვუკანა მიდამო (მეტათალამუსი), მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო (ჰიპოთალამუსი), მხედველობის ბორცვზედა მიდამო (ეპითალამუსი) და სუბთალამური მიდამო (სუბთალამუსი). შუამდებარე ტვინში მდებარეობს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ბაზალური განგლიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური განგლიები – თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების სიღრმეებში (ქერქქვეშ) რუხი ნივთიერების გროვა. ბაზალურ განგლიებს მიეკუთვნება სტრიატუმი (ზოლიანი სხეული), რომელიც შედგება ჩენჩოსა და კუდიანი ბირთვისაგან, პალიდუმი (მკრთალი სფერო), სუბთალამური ბირთვი, ასევე შავი სუბსტანცია შუა ტვინში. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More