ევპლოიდია
ევპლოიდია – (euploidia ბერძნ.eu – კარგი, ნამდვილი და იხ.პლოიდია) უჯრედის ბირთვებში მთლიანი ქრომოსომული ნაკრებების შემცველობა, რომლებიც ჰაპლოიდურის ტოლი ან ჯერადია. ეუპლოიდიას ეკუთვნის საკუთრივ ჰაპლოიდია (მონოპლოიდია), აგრეთვე დიპლოიდია, ტრიპლოიდია, ტეტრაპლოიდია და ა.შ. ეუპლოიდიის ყველა შემთხვევას, რომლებსაც ახასიათებს ჰაპლოიდურთან შედარებით ქრომოსომული ნაკრებების რაოდენობის მომატება ჯერადი რიცხვით და ქრომოსომების ორზე მეტი ნაკრებით, პოლიპლოიდია ეწოდება. ეუპლოიდია უნდა გავარჩიოთ ანეუპლოიდიისაგან